არჩევნები 2017

CDD: ე.წ კოორდინატორების მობილიზება არაპირდაპირი ზეწოლის მანკიერი პრაქტიკაა

ტაბულა

ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. "კოორდინატორების" მობილიზების შემთხვევები, რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ, კვლავ ფიქსირდება. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ქეთევან ჩაჩვას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქმედებები მოქმედი საარჩევნო კოდექსის დარღვევა არ არის, აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა არაპირდაპირი აგიტაციის განხორციელების, ამომრჩეველზე არაპირდაპირი ზეწოლისა და შესაბამისად ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა.

"ჩვენი სადამკვირვებლო მისიის წევრების ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე პარტიის წარმომადგენლები იწერენ მისული ამომრჩევლის საარჩევნო რეგისტრაციის ნომერს. მოქმედი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ერთიანი სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის, ვინაიდან ამომრჩევლის რეგისტრაციის ნომრის საფუძველზე მარტივადაა შესაძლებელი, სიის საჯარო ვერსიიდან ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიცირება. ასევე, კვლავაც ფიქსირდება ე.წ. "კოორდინატორების" მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ქმედებები არ წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო კოდექსის დარღვევას, თუმცა ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა არაპირდაპირი აგიტაციის განხორციელების, ამომრჩეველზე არაპირდაპირი ზეწოლისა და შესაბამისად ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა",- განაცხდა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. 

დღეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკური პარტიები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ როგორც საარჩევნო უბნების მიმდებარედ, ასევე უშუალოდ უბანზე ადამიანები ამომრჩევლების ვინაობებს იწერენ და ამოწმებენ. 

კომენტარები