ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

ევროკავშირმა, შესაძლოა, შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის რეგულაციები მიიღოს

flickr.com

დღეს 19 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტში დიდი განხილვა გაიმართა. დავის საგანი ის ახალი რეგულაციებია, რომლებიც შესაძლოა, შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურებს შეეხება. კომიტეტმა ახალ წინადადებას საბოლოოდ მხარი დაუჭირა. 

ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული შემუშავებული პროექტის მიხედვით, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზოდ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ETIAS) სამგზავრო ნებართვის აღებაც მოუწევთ. მესამე ქვეყნის მოქალაქემ სპეციალურად შექმნილ საიტზე უნდა ჩაწეროს თავისი პერსონალური და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე უნდა მიუთითოს მონაცემები განათლებისა და საქმიანობის შესახებაც. ამასთან, კითხვების მიხედვით დგინდება აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, მაგალითად, ხომ არ არის ის რომელიმე ინფექციის გადამტანი. გარდა ამისა, საიტის მიხედვით მოწმდება აქვს თუ არა აპლიკანტს კრიმინალური წარსული და ყოფილა თუა რა საომარ ზონაში. 

აპლიკანტის მონაცემების დამუშავება მას შემდეგ დაიწყება, რაც დადასტურდება მოსაკრებლის გადახდა. მოქალაქის მიერ შეყვანილ მონაცემებს ევროპოლისა და ინტერპოლის შესაბამისი უწყებები გადაამოწმებენ. 

აღნიშნულ რეგილუაციას სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტში 42-მა ადამიანმა დაუჭირა მხარ, 12 წინააღმდეგი იყო, 2 კი არ ესწრებოდა.

კომენტარები