კოსმოსი

ჩინეთის 8.5 ტონიანი კოსმოსური სადგური მალე დედამიწაზე დაეცემა

https://phys.org

ჩინური კოსმოსური სადგური ტიანგონგ-1 დედამიწას უახლოვდება. მეცნიერების ვარაუდით, მისი დაცემა მომდევნო რამდენიმე თვეშია მოსალოდნელი. უცნობია დაცემის ზუსტი დრო და ადგილი.

სადგური 2011 წელს ამოქმედდა და სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა. თუმცა, 2016 წელს ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლება დაადასტურეს, რომ ჩინეთმა სადგურის კონტროლი დაკარგა.

ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწე ასტროფიზიკოსი ჯონათან მაკდაველი აღნიშნავს, რომ კოსმოსური სადგურის დაცემაზე ნერვიულობა არ ღირს. მეცნიერები ამბობენ, რომ სადგურის უმეტესობა ატმოსფეროში დაიწვება, დარჩენილი ნაწილებით ადამიანების დაზიანების რისკი კი მინიმალურია. 

კომენტარები