ავიაცია

თბილისის აეროპორტს ნოემბრიდან დიდი ზომის თვითმფრინავების მიღება შეეძლება

united

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებმა მიიღეს საავიაციო უსაფრთხოების მეცხრე კატეგორიის სტანდარტი, რაც აეროპორტებს დიდი ზომის ხომალდების მომსახურების ლიცენზიას აძლევს. დღემდე აეროპორტებს სახანძრო უსაფრთხოების მეშვიდე კატეგორიის ლიცენზია ჰქონდათ. 

2017 წლის ნოემბრიდან თბილისის საერთაშორისო აერპორტის აეროდრომი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სახანძრო უსაფრთხოების მე-7 კატეგორიიდან მე-9 კატეგორიაზე გადადის. ICAO-ს სახანძრო უსაფრთხოების მე-9 კატეგორია საშუალებას მისცემს აეროპორტს მიიღოს შემდეგი ტიპის საჰაერო ხომალდები:

  • A330-300 Airbus
  • A340-300 Airbus
  • A340-500 Airbus
  • A340-600 Airbus
  • 747-400/-400ER Boeing
  • 767-400ER Boeing
  • 777-200LR Boeing
  • 777-300ER Boeing
  • MD-11 Boeing

თბილისის აეროპორტში ძირითადად შედარებით მცირე ზომის, საშუალოდ 200 მგზავრამდე ტევადობის თვითმფირნავები, Boeing 737, Airbus A319, A320, A321-ები დაფრინავენ.

კომენტარები