შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. სამართალდამცავებმა 1972 წელს დაბადებული კ.გ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელის ბინის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 487 აბი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, კ.გ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს.
ნარკოდანაშაული
შსს: ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 487 აბი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com




