შსს-ს მაშველები

შსს: კასპში მტკვარი მოულოდნელად ადიდდა და მამაკაცი მანქანიანად მდინარეში აღმოჩნდა

შსს

კასპში მტკვრის ადიდების გამო, ახალგაზრდა მამაკაცი მანქანიანად მდინარეში აღმოჩნდა. მას მაშველების დახმარება დასჭირდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ადგილზე სამშენებლო დანიშნულების ტრაქტორს დარაჯობდა, მდინარეში აღმოჩნდა. მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა.

შსს-ს მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავით შევიდნენ და განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები