პორტუგალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

EPA

პორტუგალიისა და ესპანეთის რეგიონებში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ბოლო მონაცემებით, პორტუგალიაში დაღუპულია სულ მცირე 27 ადამიანი, დაშავებული კი, 50-ზე მეტია. სტიქიის ზონაში, სადაც ამ დროისთვის 145 ხანძრის კერაა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სამაშველო სამუშაოებს, სადაც ათასობით მეხანძრეა ჩართული, ქარიშხალი ოფელია კიდევ უფრო ართულებს. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ახალი კერები ჩნდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში პორტუგალიაში გაჩენილ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები