ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ცისკარიშვილი: კეზერაშვილთან დაკავშირებით მელიას და იოსელიანს არ ვეთანხმები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი არ იზიარებს თანაპარტიელების მოსაზრებას დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.

ცისკარიშვილმა ტაბულას უთხრა, რომ ნიკა მელიას და კოტე იოსელიანს არ ეთანხმება, დავით კეზერაშვილი "ძაან წესიერი კაცია და არანაირი ბანდიტი არ არის".

"ნიკას თავისი მოსაზრება აქვს, მე აბსოლუტურად არ ვიზიარებს პათოსს. [დავით კეზერაშვილი] ჩემი მეგობარია, ძაან წესიერი კაცია და არანაირი ბანდიტი არ არის. პარტიაში განხილვები და თათბირები არ ტარდება ბატონ დათო კეზერაშვილის გარშემო და თუ რაღაც საუბარი იქნება, მე ჩემს აზრს, ამ პოზიციას დავაფისირებ, როგორც საჯაროდ გეუბნებით, დახურულ კარს მიღმაც არ გამიჭირდება", - უთხრა პეტრე ცისკარიშვილმა ტაბულას.

რაც შეეხება ენმ-ის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებას, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, კოტე იოსელიანს პროკურატურასთან თანამშრომლობის ნაწილში ეთანხმება, თუმცა დავით კეზერაშვილის შესახებ განცხადებას არა.

"პოლიტიზირებულ პროკურატურასთან რომ არ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, ამ შემთხვევში კოტე იოსელიანმა, ეს ცხადია. ჩვენი პარტია უეღრესად ძლიერი წნეხის და დევნის ქვეშ არის ივანიშვილის ჯიბის პროკურატურისგან. მაგრამ, კეზერაშვილი ამ შემთხვვაში აბსოლუტურად არაფერ შუაშია, ეგ კაცი თვითონ არის დევნილი იგივე ამ პროკურატურის მხრიდან, საქართველოში ვერ ჩამოდის 5 წელია. ჩემი მეგობარია, ძალიან კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ არ არც ერთი თანამდებობის პირი, მით უმეტეს მაღალი და მით უმეტეს პროკურატურაში და სამართალდამცავებში მაგის მხრიდან დანიშნული არ არიან, ეს ცალსახაა. ამ ნაწილში მე ვერ გაიზიარებ კოტეს ბრალდებას", - ამბობს ცისკარიშვილი.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მტკიცებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მილიონები "ყაჩაღობითა და ძარცვით იშოვა". მელიას თქმით, კეზერაშვილი ახლა "ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ევროპულ საქართველოს აფინანსებს."

პარტიის ლიდერის აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარების გაკეთება არ ისურვეს ენმ-ის სხვა წევრებმა.

კეზერაშვილთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადება გააკეთა პარტიის ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმაც. კოტე იოსელიანი პროკურატურაში დაკითხვაზე არ შევიდა და აღნიშნა, რომ არ  აპირებს "იმ პროკურატურასთან თანამშრომლობას, რომელსაც მართავს ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, რომელსაც მართავს კეზერაშვილის "პადპარუჩიკი" შოთაძე.

კომენტარები