CNN: რუსეთი Pokemon Go-ს აშშ-ში რასობრივი დაძაბულობის გასაღვივებლად იყენებდა

CNN

CNN-ის ცნობით, მათმა გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთი თამაშ Pokemon Go-ს პოლიტიკური მესიჯების გასავრცელებლად და რასობრივი დაძაბულობის გასაღვივებლად იყენებდა.

საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, კამპანია სახელწოდებით "არ გვესროლოთ" კრემლთან დაკავშირებულ სააგენტოს ეკუთვნის და და ისინი Facebook-ზე და Youtube-ზე აშშ-ის პოლიციის მიერ გადამეტებული ძალადობის სავარაუდო შემთხვევების ამსახველ მასალას ავრცელებდნენ.

რაც შეეხება Pokemon Go-ს, CNN-ის ინფორმაციით, კამპანია მოთამაშეებს მოუწოდებდა, პოკემონები იმ ადგილებში ეძებნათ, სადაც სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალადობის შემთხვევები მოხდა და დაჭერილი პოკემონებისთვის მსხვერპლების სახელები დაერქმიათ. სანაცვლოდ მოთამაშეებს Amazon-ის სასაჩუქრე ბარათებს ჰპირდებოდნენ.

საინფორმაციო სააგენტოს ვერსიით, მსგავსი კამპანიით რუსი ოპერატორები სავარაუდოდ ხალხში ბრაზის და გაღიზიანების გამოწვევას და ამით რასობრივი დაძაბულობის გაღვივებას და ამერიკელებს შორის უთანხმოების დათესვას ცდილობდნენ.

კომენტარები