სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, მარნეულში აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მისი ზურგჩანთიდან, 20 შეკვრად დაფასოებული, 11,6797 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღო, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 7,3933 გრამ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





