გარემოს დაცვა

შავი ზღვის დაბინძურებისთვის სამი სხვადასხვა ქვეყნის გემების კაპიტნები დააჯარიმეს

გარემოს დაცვის სამინისტრო

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის სამი სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების კაპიტნები დააჯარიმეს. ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა - ფოთის, ხოლო ხორვატიის დროში ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა - ფოთის, ხოლო ხორვატიის დროში ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს. გემის კაპიტანებს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დაეკისრათ, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა. გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები