მონაცემები იქნება ძალიან მალე, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის. როგორც იცით, ამას აკეთებს შესაბამისი უწყება, შს სამინისტრო და სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე ვმოქმედებთ. მაქსიმალურად გვინდა გავაგებინოთ ჩვენს მოქალაქეებს წესები, ვუთხრათ რომ არ მოითხოვონ თავშესაფარი. თავშესაფრის მაძიებელთა მონაცემების გაზრდა ყოველთვის იწვევს პორობლემების წარმოშობას და მთავრობას, ხანძრის ჩაქრობა გვიწევს. არაერთხელ ყოფილა მსგავსი რამ, თუმცა ყველაფერი ჯერჯერობით ნორმალურად მიმდინარეობს. იმ 3 000 კაციდან რამდენს აქვს დარღვეული მიმოსვლის წესები, ძნელი სათქმელია. შესაძლოა ბრიუსელში ჩაფრინდა პირი და იქიდან გადაფრინდა ყაზახეთში ან სხვაგან. ამიტომ, ამგვარი მონაცემები ზუსტად გვქონდეს აღნუსხული, ბუნებრივია შეუძლებელია. ტენდენცია ჩანს ძალიან კარგად და დარღვევები არის ძალიან მინიმალური, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს რეჟიმის შეჩერებაზე.
tbl.ge/2jrf
დაკოპირდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უვიზო მიმოსვლის შესახებ, სააგენტო ინტეპრესნიუსთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი: შეურაცხყოფენ ხალხს, არჩევანს უყენებენ თავისუფლებასა და ვიზას შორის
- კობახიძე უვიზოზე: არ მგონია, ეს ნაბიჯი გადაიდგას - ამით საბოლოოდ გაანაწყენებენ ხალხს
- კობახიძე უვიზოზე: აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იქნება, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ
- CRRC: თუ უვიზო შეჩერდა, 51% პასუხისმგებლობას ოცნებას აკისრებს, 13%-EU-ს, 5% - ოპიზიციას
- კობახიძე ტუსკის განცხადებაზე: მუქარაა ქართველი ხალხის მიმართ




