gem fest

ეკონომიკის მინისტრი: ჩემი პოზიცია იქნება, რომ GEM FEST-ი აღარ დავაფინანსოთ

GEM Fest-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით ალბათ, როგორც წელს, ასევე იქნება მცდელობა, მაგრამ ჩემი პოზიცია იქნება, რომ ეს ღონისძიება არ დავაფინანსოთ. ეს ერთი. მეორე, ეს იყო მენეჯმენტის ხარვეზები, როდესაც ჩვენ დავდექით იმ მდგომარეობაში, როდესაც დამატებითი ხარჯების გაწევა მოგვიწია.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია Gem Fest-ის შესახებ. ცნობისთვის, 2017 წელს ბიუჯეტმა ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 1.98 მილიონი ლარით დააფინანსა, თუმცა, ერთთვიანი ფესტივალი წამგებიანი აღმოჩნდა. ამის გამო, GEM FEST-ის ადმინისტრაციას თანამშრომლებისა და კონტრაქტორების წინაშე ასობით ათასი ლარის მოცულობის დავალიანება დაუგროვდა. დარღვევების სავარაუდო საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს.

კომენტარები