gem fest

ქონების სააგენტო Gem Fest-ს ფესტივალისთვის მიწის გადაცემაზე უარს ეუბნება

gem fest

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem Fest 2018-ი ანაკლიაში, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ვეღარ ჩატარდება. ამის მიზეზი სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს უარია. სააგენტოს უფროსმა ინტერპრესნიუსთან განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხი მიწის გაცემაზე უარყოფითი იქნება.

Gem Fest 2018-ის ბილეთები უკვე იყიდება. ფესტივალი 9-12 აგვისტოსაა დანიშნული.

"კომპანია GMF-მა ამ წლის 27 მარტს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მომართა განცხადებით, რომ უკვე დაგეგმილი აქვთ ღონისძიება, ანაკლია განმუხურის ტურისტულ ზონაში ელექტრონული მუსიკის ფესიტვალის Gem Fest 2018 - ის ჩასატარებლად. ითხოვენ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მათ გადაეცეთ სარგებლობის უფლებით. კომპანია თავის წერილში აღნიშნავს, რომ ფესტივალის ჩატარების თარიღებია 9-12 აგვისტო, ბილეთების დიდი ნაწილი მათ უკვე გაყიდული აქვთ და დღესაც მიმდინარეობს ბილეთების რეალიზაცია და ამ მიზნობრიობით მათ სჭირდებათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით აღება. ჩვენ უარს მივწერთ კომპანიას აღნიშნული ტერიტორიის იჯარის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით", - ამბობს ეკა სისაური.

2017 წლის Gem Fest-ი წამგებიანი აღმოჩნდა. ფესტივალის ადმინისტრაციას თანამშრომლების წინაშე მნიშვნლეოვანი ვალდებებულებები დაუგროვდათ. ფესტივალი შარშან სახელმწიფოს დაფინანსებით ჩატარდა. 10 DJ-ის ჰონორარი ბიუჯეტმა 2 მილიონი ლარით დააფინანსა.

კომენტარები