საქართველოს საპატრიარქო

შავშიშვილი: ხშირად, თეთრუაშვილის ქცევების გამო, უწმიდესს მისი დანახვა აღარ უნდოდა

არამხოლოდ შორენა თეთრიაშვილი, იქ კიდევ მთელი ამალა იყო, რომელიც ამ ამბავში მონაწილეობდა და რომლებმაც თითქოს აღმოაჩინეს ჯადოები. ამაზრზენი ფაქტებია.

ჯადოებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პატრიარქს არ ექნება პოზიტიური რეაქციები. მე ძალიან ბევრჯერ შევესწარი იმ ფაქტს, რომ შორენა თეთრუაშვილის ქცევების გამო, უწმიდესს მისი დანახვა აღარ უნდოდა და რამდენჯერ უთქვამს, რომ "არ დამანახოთ ეს ადამიანი აქ". კვირები გადიოდა, რომ არ ელაპარაკებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ახერხებდა ქალბატონი შორენა ურთიერთობების დალაგებას.

განათლების პროფესიული “სინდიკატის” ყოფილი პრეზიდენტი და საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ტარას შავშიშვილი ნანუკას შოუში, წამყვანის კითხვაზე - "მართალია, რომ სოსო ოხანაშვილის მოხსნის შემდეგ, შორენა თეTრუაშვილი შევიდა პატრიარქთან თოჯინით და უთხრა, რომ ჯადო იპოვნა და ახლა გათავისუფლდა ეკლესია ჯადოსგან?"

კომენტარები