სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პოლიეთილენის პარკში შეფუთული 18,2484 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 2,2815 გრამ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





