შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე, რომელიც 25 სექტემბერს მძიმედ დაჭრილი იპოვეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტაკიძე კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ის აპარატზე იყო მიერთებული.
ზურაბ ტაკიძე 25 სექტემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დაჭრა
25 სექტემბერს შარტავაზე დაჭრილი შსს-ს მაღალჩინოსანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

metro.us




