დონალდ ტრამპი

დონალდ და მელანია ტრამპები ლას ვეგასში სროლის შედეგად დაზარალებულებს შეხვდებიან

Washington Times

დონალდ ტრამპი პუერტო რიკოდან, რომელიც ქარიშხალ მარიას მიერ გამოწვეულ კრიზისს ებრძვის, ლას ვეგასში ჩავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ადგილობრივ პოლიტიკოსებს და სროლის შედეგად დაზარალებულებს შეხვდება.

პრეზიდენტმა ტრამპმა სტივენ პედოკს, რომელმაც 58 ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპლა "ძალიან ავადმყოფი ინდივიდი" უწოდა და თქვა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან აიცილოს. ტრამპის თქმით გამოძიება დამნაშავის შესახებ ახალ ინფორმაციას იგებს და მას შესაფერის დროს გაასაჯაროვებენ.

კომენტარები