სოფლის მეურნეობა

2018 წლის ბიუჯეტით, მთავრობა 20 მეწველ ძროხას ყიდულობს

Getty Images

პარლამენტში შესულია 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობა მომავალ წელს მეწველი ძროხების შესყიდვას გეგმავს. 120 ათას ლარად 20 მეწველ ფურს სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში ყიდულობს.

ერთ ძროხაში ბიუჯეტი 6 ათას ლარს გადაიხდის. 

მეწველი ფურების შეძენის მუხლი, ბიუჯეტის პროექტი:


ფოტო: 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობის ინფორმაციით, "საძოვრების რაციონალურად ათვისების პროგრამაში", რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული. იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი. აღნიშნული პროექტი გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 25 მაისს წარადგინა.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 9 მილიონი ლარით, 266 მილიონ ლარამდე იზრდება. 

კომენტარები