კინემატოგრაფია

ქეით უინსლეტი და ჯეიმს კამერონი ტიტანიკის შემდეგ კვლავ ერთად იმუშავებენ

NME.com

ქეით უინსლეტი და ჯეიმს კამერონი ტიტანიკის შემდეგ კვლავ ერთად იმუშავებენ. ისინი ამჯერად ავატარის სექუელის გადაღებისთვის გაერთიანდნენ.

"მე და ქეითი დიდი ხანია ვეძებთ ისეთ საქმეს, რაც 20 წლის შემდეგ ანუ ტიტანიკისთვის კოლაბორაციის შემდეგ, მოგვცემდა იმის საშუალებას რომ ერთად გვემუშავა. ერთი სული მაქვს ვნახო როგორ მოირგებს ქეითი რონალის როლს"- თქვა ჯეიმს კამერონმა.

ქეით უინსლეტმა და ჯეიმს კამერონმა ბოლოს ერთმანეთთან 1997 წელს ითანამშრომლეს, როდესაც ფილმი ტიტანიკი გამოვიდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გამოვა ავატარის სექუელი, მაგრამ გამოსვლის მიახლოებით პერიოდად 2020 წლიდან 2025 წლამდე სახელდება. 

კომენტარები