მაისის თვეში არაერთი საინტერესო ფილმი გამოდის, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
პოკემონი დეტექტივი პიკაჩუ / Pokémon Detective Pikachu

ფილმის თრეილერი ნოემბერში გამოვიდა და 24 საათში 100 მილიონი ნახვა დააგროვა. პოკემონი დეტექტივი პიკაჩუ კომედიაა, მისი რეჟისორი რობ ლეთერმენია, მთავარ პერსონაჟს რაიან რეინოლდსი ახმოვანებს.
ის აერთიანებს ანიმაციურ პერსონაჟებსა და ფილმს აერთიანებს, რის გამოც, ბევრი ფიქრობს, რომ ის 21-ე საუკუნის "ვინ დაუგო მახე კურდღელ როჯერს" არის.
პრემიერა 8 მაისს არის დაგეგმილი.
Brightburn

საშინელებათა ჟანრის ფილმის პროდიუსერი "გალაქტიკის მცველების" შემქმნელი, ჯეიმს განია. მშობლების როლს კი ელიზაბეთ ბენკსი და დევიდ დენმენი ასრულებენ.
ფილმის პრემიერა 9 მაისს არის დაგეგმილი.
ალადინი / Aladdin

2017 წელს "ალადინის" მსგავსად გადაღებული ფილმი, ურჩხული და მზეთუნახავი ძალიან პოპულარული გახდა და ანიმაციის მოყვარულთა გულებიც დაიპყრო. ნეტავ, უილ სმიტის ჯინი იქნება ისეთივე მაგიური, როგორიც რობინ უილიამსის გახმოვანებული ანიმაციის პერსონაჟია?!
ფილმის პრემიერა 22 მაისს იქნება.
Booksmart

ფილმის რეჟისორი ოლივია ვაილდია, ის მარტში SXSW-ს ფესტივალზე იყო წარდგენილი.
"ვაილდმა მართლაც ჭკვიანური, თანამედროვე და რევოლუციური ფილმი შექმნა ახლანდელი თინეიჯერებისთვის, ახალი თაობის ყველაზე სრულყოფილი კომედიაა,"- წერს იოლანდა მაჩადო.
ფილმი აშშ-ში 24 მაისს გამოვა.
Rocketman

ფილმის პრემიერა 29 მაისიდან იქნება.
სხვათა დუმილი / The Silence of Others

გენერალ ფრანცისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, ესპანეთის პარლამენტმა დიქტატორული რეჟიმის თანამონაწილეები შეიწყალა და არ დასაჯა, მაგრამ ამ ხალხის დანაშაულების დავიწყებას ყველა არ აპირებდა.
ალმუდენა კარაკედოსა და რობერტ ბაჰარის უძლიერესი დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს სამი ადამიანის ისტორიას, რომლებიც სამართლის აღდგენას ცდილობენ.
ფილმის პრემიერა აშშ-ში 8 მაისს გაიმართება.
ტოლკინი / Tolkien

ფილმის რეჟისორი დომ კარაკოსკია, მთავარ როლებში კი ნიკოლას ჰოლტი და ლილი კოლინსი არიან.
ფილმის პრემიერა ირლანდიაში 3 მაისს, ხოლო აშშ-ში 10 მაისსაა.





