სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეები, ცოლ-ქმარი - 1981 წელს დაბადებული მ.ქ. და 1989 წელს დაბადებული უ.ი. ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს.
"ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, უ.ი.-ს ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა" - აცხადებს უწყება.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





