ნარკოდანაშაული

შსს: ფონიჭალაში კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში ნარკორეალიზატორობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ჯ-ს პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 62 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით).

ბოლო რამდენიმე კვირაში, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, ჯამში რვა კაცი დააკავეს.

კომენტარები