დაპირისპირება კუმურდოში

მინდიაშვილი: კუმურდის ტაძარი 100%-ით ქართულია, პრობლემაა ვანდალური პოლიტიკა

ახალქალაქის რაიონის სოფელ გმბრდოს მოსახლეობა 100%-ით სომხურია, ოღონდ, თვითონ ტაძარი, რომლის ეზოში ხაჩკარის (ჯვარამოკვეთილი ქვის სტელა) აღმართვა სურთ - 100 %-ით ქართული. კუმურდოს კათედრალი ერთერთი მშვენებაა მე-10 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების, ზედ ტიმპანზე უზარმაზარი ასომთავრული ქართული წარწერებით. 90-ანი წლებიდან, წინააღმდეგობების გამო, ეკლესია უმოქმედოა (სომხური მხარე აცხადებს, რომ სომეხმა ქალკედონიტებმა ააშენეს თავის დროზე), ვერავინ შედის და მუდმივ მიზეზს წარმოადგენს დაპირისპირების გაჩენისთვის. მაგრამ, ამ საკითხს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. კუმურდოს პრობლემა არის საქართველოში სომხური ეკლესიების დაბრუნების მიმართ ჩვენი ხელისუფლებების სამარცხვინო, ვანდალური პოლიტიკის მეორე მხარე, ამ პოლიტიკის გამოძახილი და მისი გადაჭრაც "ორმხრივადაა" შესაძლებელი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ასეთი პრობლემები საერთოდ არ იარსებებდა, ქრისტიანობას რაიმე ფასი და მნიშვნელობა რომ ჰქონდეს ამ ქვეყანაში

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები