თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, პუშკინის სკვერთან მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხი საკრებულომ ნაჩქარევად მიიღო.
“ერთ ადამიანს უნდა მოერგოს მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა და იმ ერთ ადამიანს მთელი ეს ქალაქი ჰგონია ყანა. შუაგულ ქალაქში თავის სასტუმროსთვის ამოთხრის პარკინგს, ლანდშაფტურ ზონას შეეაცვლევინებს, თან როგორ? ნაჩქარევად, ნაძალადევად... ივანიშვილის სასტუმროსთვის უნდა ამოითხაროს თავისუფლების მოედანი. ეს არის სირცხვილი და კატასტროფა, რასაც სჩადის ქართული ოცნება” - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან თბილისის ოპოზიციის მერობის კანდიდატები ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი გამოაძევეს, ასევე, რამდენიმე გარემოს დამცველი. ისინი ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ორი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვას აპროტესტებდნენ.
თუმცა, თბილისის საკრებულომ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას.





![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)