ქორწილი

იტალიელმა ქალმა საკუთარ თავზე იქორწინა

unilad.co.uk

40 წლის, იტალიელმა, ლაურა მეზიმ საკუთარ თავზე იქორწინა. მან ქორწილი თეთრ კაბაში, სამ სართულიანი ტორტითა და სტუმრების თანდასწრებით გადაიხადა.

ლაურა მეზი ფიტნეს ინსტრუქტორია. მან საკუთარ თავზე დაქორწინება 12 წლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა. მისი თქმით, პირველ რიგში აუცილებელია ადამიანებმა საკუთარი თავები შევიყვაროთ, რადგან შესაძლებელია ზღაპარში პრინცის გარეშეც იცხოვრო.

"ჩემს მეგობრებს ვუთხარი რომ თუ 40 წლამდე ჩემს მეორე ნახევარს ვერ ვიპოვნიდი, საკუთარ თავზე ვიქორწინებდი. თუ ერთ დღეს ვიპოვი ადამიანს, რომელთან ერთადაც შევძლებ ჩემი მომავალი დავგეგმო ძალიან მოხარული ვიქნები, მაგრამ ჩემი ბედნიერება მასზე არ იქნება დამოკიდებული." - თქვა მეზიმ.

კომენტარები