ქორწილი

მომაკვდავმა დედამ შვილს საქორწილო მილოცვა ფეხსაცმელებზე დაუტოვა

BBC.com

მომაკვდავმა დედამ შვილს საქორწილო მილოცვა ფეხსაცმელებზე დაუწერა. შვილმა წერილი მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა.

ემა 2016 წელს დაინიშნა, ერთი თვის შემდეგ კი დედამის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. შვილი იმედოვნებდა რომ დედა ქორწილზე დასწრებას შეძლებდა, თუმცა ის 2017 წელს გარდაიცვალა.

როდესაც საქორწილო სამზადისის დრო დადგა, ემამ აღმოაჩინა რომ დედას მისთვის ფეხსაცმელები უკვე შეკვეთილი ჰქონდა. მოგვიანებით კი ისიც ნახა, რომ ფეხსაცმელებზე საქორწილო სურვილები იყო დატოვებული. 

"მსურდა, რომ ქორწილის დღეს ჩემგან საჩუქარი გქონოდა. შენი საქორწილო ფეხსაცმელები არის ჩემი საჩუქარი. ვიმედოვნებ რომ დიდებული დღე გაქვს. ძალიან მიყვარხარ და ბევრს გეხუტები, დედა", - ეწერა ფეხსაცმელზე.

ემას თქმით წერილის წაკითხვის შემდეგ მან ძალიან ბევრი იტირა.

"მე ტირილი დავიწყე. ვერ ვსუნთქავდი, ვერც ვლაპარაკობდი. ეს ძალიან გამორჩეული წერილია ჩემთვის", - თქვა მან.

კომენტარები