Game of thrones

GOT-ის მე-8 სეზონის თითოეული სერია $15 მილიონი დაჯდება

Reddit.com

Variety-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით Game of Thrones-ის მერვე სერიის თითოეული სერია 15 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდება.

Game of Thrones-ის პირველი სეზონის თითოეული სერია 6 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა, მეორე სეზონის თოთეული სერია კი 8 მილიონი ამერიკული დოლარი. GOT-ის ბევრი გულშემატკივარი ვარაუდობდა, რომ მეშვიდე სეზონში სერიების შემცირებული რაოდენობა ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით იყო.

მერვე სეზონის სერიების ხარჯების გაზრდა, სავარაუდოდ, იმან გამოიწვია, რომ ამ სეზონში მაყურებლებს უფრო მეტი ორთაბრძოლა ელით. ბოლოს და ბოლოს უნდა გადაწყდეს თუ ვის დარჩება რკინის ტახტი.

კომენტარები