საკონსტიტუციო ცვლილებები

წულუკიანი: დაშლილ ენმ-ს აღარ აქვს სხვა ძალა, გარდა იმისა, რომ გაიქცეს და შექმნას შოუ

მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მიკროფონებში მეტი დამაჯერებლობისთვის ბევრს ყვიროდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რეალური არგუმენტები. როდესაც ნახეს ვენეციის კომისიის დასკვნა, როდესაც ნახეს, რომ რეალურად ეს კონსტიტუცია ყველა ინსტიტუტს აძლიერებს და ქვეყანა კარგ, პროგრესულ მომავალზე არის ორიენტირებული, მათ როგორც სჩვევიათ, დატოვეს, გაიქცნენ. ისინი გარბიან დარბაზებიდან. ისინი, ასევე, გაიქცნენ უწყებათაშორისი კომისიის სხდომიდან, იმიტომ, რომ მათ აღარ აქვთ სხვა ძალა, გარდა იმისა, რომ გაიქცნენ და შექმნან შოუ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალი კონსტიტუციის მიღებაზე. ცნობისთვის, ევროპული საქართველოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დღევანდელი რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომენტარები