საკონსტიტუციო ცვლილებები

117 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო

parliament.ge

117 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

პროქტს მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა. ოპოზიციის დეპუტატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა "ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის, რომლის საფუძველზეც მყარი საფუძველი ეყრება ისეთ კონსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას". 

საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ მმართველი გუნდისთვის არის მისაღები. ახალი კონსტიტუცია ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. 

კომენტარები