აფეთქება

დაღესტნის საზღვართან გაზის ბალონის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

bpn.ge

დაღესტნის საზღვართან, ლაგოდეხის მე-5 სასაზღვრო სამმართველოს პუნქტზე გაზის ბალონი აფეთქდა. შსს-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი ქართველი მესაზღვრე დაიღუპა, 4 ადამიანი კი დაშავდა. 2 მათგანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაშია მოთავსებული - მათ სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული.

​როგორც რუსთავი 2-თან ერთ-ერთმა მესაზღვრემ თქვა, მათ შეშის ღუმელი ენთოთ, გაზის ბალონი კი სიმხურვალის გამო აფეთქდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე, ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. 

კომენტარები