სტიქია

პუერტო რიკოში ქარიშხლის მიერ დაზიანებული კაშხლის გამო წყალდიდობის საშიშროებაა

AP

პუერტო რიკოში ქარიშხალ მარიას გამო დაიზანებული კაშხალის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაციის ბრძანება 70,000-მა ადამიანმა მიიღო.

იმის გამო, რომ მოსახლეობის 95%-ს ელექტრო ენერგია და სატელეფონო მომსახურება დღემდე არ მიეწოდება მათ გასაფრთხილებლად ხელისუფლების წარმომადგენლები ათასობით ადამიანს პირადად ეწვივნენ.

უკანასკნელი მონაცემებით ქარიშხალმა კუნძულზე სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საავადმყოფოებს კვლავ არ მიეწოდებათ წყალი და სამედიცინო მედიკამენტების ნაკლებობას განიცდიან.

კომენტარები