შავი ზღვა

ქობულეთში ქალი დაიხრჩო

on.ge

გუშინ ღამით, ქობულეთში, ზღვაში 40 წლამდე ქალი დაიხრჩო. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გუშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ჰქონდა გამოცხადებული. წყალზე მაშველები მოქალაქეებს რამდენიმე ენაზე აფრთხილებდნენ, რომ საგუშაგოებზე თეთრი ალმების აღმართვამდე, წყალში შესვლა აკრძალულია. 

კომენტარები