აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა

კიმ ჩენ ინი: შეურაცხადი ტრამპი გვარწმუნებს ბირთვული პროგრამის აუცილებლობაში

რი იონგ ჰო და კიმ ჩენ ინი
REUTERS

დონალდ ტრამპის გაეროში გამოსვლის საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა უპრეცენდენტო პერსონალური განცხადება გაავრცელა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მეშვეობით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპი პასუხს აგებს გაეროში თავისი გამოსვლის და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარის გამო.

გაეროს გენერელური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას ტრამპი ჩრდილოეთ კორეას "სრული განადგურებით" დაემუქრა, თუ ეს აშშ-ს და მისი მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოებისათვის გახდება საჭირო და კიმ ჩენ ინს "კაცი რაკეტა" უწოდა.

"შეშინებული ძაღლი უფრო ხმამაღლა ყეფს" ნათქვამია კიმ ჩენ ინის განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო სამეთა მინისტრმა რი იონგ ჰომ ტრამპის გამოსვლა ასევე ძაღლის ყეფას შეადარა და თქვა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გადაწყვეტს, ისინი ტრამპის მუქარის საპასუხოდ წყნარ ოკეანეში წყალბადის ბომბის გამოცდას მოაწყობენ.

კომენტარები