ქალთა მიმართ ძალადობა

სასამართლომ ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ქალთა მიმართ ძალადობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი კ.კ.სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლეს ც.ს.-ს.

"2017 წლის 30 მაისს, კ.კ.-მ ქ.თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და თავის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

სამართალდამცველებმა კ.კ. 2017 წლის 30 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები