ფეხბურთის ფედერაცია

ფედერაციის მდივანი: ვარსკვლავების თამაშის გამართვას კერძო კომპანიები აფინანსებენ

ფეხბურთის ფედერაცია

29 სექტემბერს ფეხბურთის ვარსკვლავების თამაშია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობის მიღებას თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც გეგმავს. თამაშის ბილეთების გაყიდვიდან შეგროვილი თანხა სრულად ბორჯომის ხანძრის შედეგების ლიკვიდაციისთვის შექმნილ სახელმწიფო ფონდში გადაირიცხება.

ტაბულა ამ თამაშის ორგანიზების ხარჯებით დაინტერესდა. ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ თამაშის საორგანიზაციო ხარჯებს სრულად სპონსორები ფარავენ. მათ შორის არიან სამშენებლო კომპანია m2, სამედიცინო კორპორაცია ევექსი, თეგეტა მოტორსი, ლუდი აისი და ვითიბი ბანკი. ფედერაციის მდივნის თქმით, თუ ყველა ბილეთი გაიყიდება ამით 300 000 ლარზე მეტი შეგროვდება.

"აგვისტოში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო საქველმოქმედო აქცია. პირველი იყო საქართველო-ირლანდიის ამხანაგური მატჩი, რომელზე გაყიდული ბილეთებიც 100 000 ლარზე მეტი გადაირიცხა ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში. 

აგვისტოშივე გაჩნდა იდეა, რომ გვეფიქრა კიდევ ერთი საქველმოქმედო მატჩის ორგანიზებაზე. გავაკეთეთ პროექტი, დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორებს, სპონსორებს გავაცანით პროექტი და მხოლოდ მას შემდეგ რაც დავრწმუნდით, რომ ღონისძიებას ეყოლებოდა სათანადო პარტნიორები და სპონსორები, რაც სრულად დაფარავდა საორგანიზაციო ხარჯებს ამის შემდეგ დავაანონსეთ ეს თამაში.

ორი პარტნიორი გვყავს ესენი არიან ვითიბი ბანკი და ლუდი აისი, ასევე ღონისძიების სპონსორები არიან m2, ევექსი და თეგეტა მოტორსი", - ამბობს მუჯირი, თუმცა ფედერაცია ღონისძიების ჩატარების ზუსტ ღირებულებას ამ დროისთვის არ ასაჯაროებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, კალაძის ამ მატჩზე გამოსვლა შესაძლოა უკანონო აგიტაციად ჩაითვალოს. საიას აზრით, ფეხბურთელების ჩამოყვანაში ფეხბურთის ფედერაციის მონაწილეობა შესაძლოა "ააიპ"-ის მიერ უკანონო შემოწირულობის განხორციელებად ჩაითვალოს. 

ფეხბურთელები, ვინც კალაძესთან ერთად ითამაშებენ:

  • ფრანჩესკო ტოტი
  • კარლეს პუიოლი
  • რივალდო
  • დიდა
  • ანდრეი შევჩენკო
  • ხავიერ ძანეტი
  • ზვონიმირ ბობანი
  • სერჟინიო
  • პაოლო მალდინი
  • ლუკა ტონი
  • ერნან კრესპო
  • ვინსენტ კანდელა
  • მარეკ იანკულოვსკი
  • ალესანდრო კოსტაკურტა
  • დემეტრიო ალბერტინი
  • დინო ბაჯო
  • მასიმო ამბროზინი
  • მასიმო ოდო
  • მარკო დელვეკიო
  • სებასტიან ფრეი
  • ანჯელო დი ლივიო
  • ენრიკო ანონი
  • კრისტიან აბიატი
  • სებასტიანო როსი
  • ჯუზეპე ფავალი
  • მაურო ტასოტი
  • ანჯელო კარბონე
  • ივან კორდობა
  • დარიო შიმიჩი
  • იბრაჰიმ ბა
  • პიეტრო ვერხოვოდი

 

კომენტარები