ფეხბურთის ფედერაცია

კობიაშვილი: დინამო ვერ გვაძლევს სრულად სტადიონს, მხოლოდ II იარუსის გამოყენება არასერიოზულია

როდესაც გვქონდა კომუნიკაცია დინამოს სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი.

ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება უეფას ეგიდით და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უეფას უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი...

ცხადია, რომ ეს პრობლემაა, მხოლოდ მეორე იარუსი რომ გამოვიყენოთ, არასერიოზულია.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არსებობს წერილი, სადაც სტადიონის ადმინისტრაცია საუბრობს ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რა პრობლემაც არის ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი პირველ იარიუსთან დაკავშირებით.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი კითხვაზე, რატომ ტარდება უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და არა დინამო არენაზე.

კომენტარები