საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც დეპუტატების ბიზნესთან კავშირების შესახებაა საუბარი. ორგანიზაციამ მიაგნო კომპანიებს, რომლებიც პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატ ირმა ინაშვილს საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. ესენია კომპანია "მედია სახლი ობიექტივი" და "კომპანია ეკონომ X".
კომპანია მედია სახლ ობიექტივში ირმა ინაშვილი 28.5%-იან წილს ფლობს:

ფოტო: ბიზნეს რეესტრი
კომპანია ეკონომ X-ის მეწილეთა სია:

ფოტო: ბიზნეს რეესტრი





