ევრო

ჟენევის ტუალეტებში გაჭედილი ათობით ათასი ევრო იპოვეს

Getty Images

შვეიცარიის პროკურატურა საკმაოდ უჩვეულო შემთხვევას იძიებს. სამართალდაცველებმა ჟენევაში ბანკ UBS-ის ტუალეტში გაჭედილი ათობით €500-იანი ბანკნოტი იპოვეს. პოლიციამ დასველებული ბანკნოტების კონფისკაცია მოახდინა.

პოლიციამ ჩარეცხილი ბანკნოტები ბანკის ფილიალის მიმდებარე რესტორანშიც აღმოაჩინა. კუპიურები მილებში იყო გაჭედილი, რის გაწმენდასაც ათასობით ფრანკი დასჭირდა.

პოლიცია ჩარეცხილი ბანკნოტების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს, თუმცა ის რამდენიმე ათეულ ათას ევროს აღემატება. სავარაუდოდ, ფულის ნაწილი კანალიზაციის მილებს გაყვა და სრულად ჩაირეცხა, პოლიციამ კი, მხოლოდ გაჭედილ კუპირებს მიაგნო, ამიტომაც ჩარეცხილი კუპიურების ზუსტი მოცულობის დადგენა რთულია.

ბრძოლა €500 ევროს კუპიურებთან

კორუფციასთან ბრძოლის მოტივით ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) 2016 წელს განაცხადა, რომ მიმოქცევიდან €500 ევროს ბანკნოტებს 2018 წლისთვის სრულად ამოიღებდა, იქამდე კი მათ რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებდა.

CNN-ის ცნობით, ეს ბანკნოტი ხშირად არალეგალურ ეკონომიკურ აქტივობებში გამოიყენება. ECB-იმ €500-იანი ბანკნოტის გაუქმების მოტივად 2016 წლის მაისში განაცხადა, რომ ეს კუპიურა ხშირად ფულის გათეთრებაში მონაწილეობდა.

ევროპოლის ცნობით კი კრიმინალებსა და ტერორისტებს შორის €500 ევროიანები დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ. პოლიციას ამ ბანკნოტების ბრუნვაზე გამწაცრებული კონტროლი აქვს.

უნიტაზებში ფულის ჩარეცხვის მიზეზი სავარაუდოდ ფულის გათეთრების ან სხვა კრიმინალური აქტივობის დამალვა შეიძლება ყოფილიყო.

კომენტარები