ე.წ ქართველთა მარში

კალაძის შტაბთან ე.წ ქართველთა მარშის აქციაზე ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

ტაბულა

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ე.წ ქართველთა მარშის აქციაზე დაჯგუფების ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სადღობელაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.

ე.წ ქართველთა მარშის მონაწილეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ამ დრომდე არიან შეკრებილები. ნეოფაშისტები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების კანონის დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ის გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც კანონში შეიტანეს, სასოფლო სამეურნეო მიწის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე გადაფორმების შანსს ტოვებს. 

ნეოფაშისტებმა აქცია რუსთაველის მეტროდან დაიწყეს და მათი პირველი სამიზნე ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისისი იყო. ქართველთა მარშის წევრები მიიჩნევენნ, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც "ქვეყნისთვის სახიფათო საქმიანობას" ეწევიან. 

კომენტარები