რუსული პროპაგანდა

Sputnik-ის რედაქტორი რუსეთის მხრიდან საპასუხო გამოძიებით იმუქრება

YAHOO NEWS PHOTO ILLUSTRATION PHOTOS: AP

FBI-ს მიერ Sputnik-ის ყოფილი თანამშრომლის დაკითხვის თაობაზე Sputnik-ისა და Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რომ თუ სააგენტოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება რუსეთსაც შეეძლება იგივე გააკეთოს საპასუხოდ.

მარგარიტა სიმონიანის თქმით რუსეთი საპასუხოდ დაიწყებს მოსკოვში ამერიკელი ჟურნალისტების გადამოწმებას. „სიტყვის თავისუფლება საფლავში ტრიალებს. ის ვინც შექმნეს მათვე მოკლეს.“ უთხრა სიმოანიანმა RIA Novosti-ს.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მდივანმა, თიმურ შარიფმა FBI-ს მიერ ფეინბერგის დაკითხვას ზოგადი ანტი-რუსული ისტერიის ერთ-ერთი გამოვლინება უწოდა. მისი აზრით დაკითხვის ერთადერთი საბაბი ჟურნალისტის მედიასთან თანამშრომლობაა.

Yahoo News-ის ცნობით ენდრიუ ფეინბერგი დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ფეინბერგის თქმით შეკითხვები შეეხებოდა საინფორმაციო სააგენტოს შიდა სტრუქტურას, სარედაქციო პროცესს და დაფინანსების წყაროებს.“ ფეინბერგი სააგენტოდან მაისში დაითხოვეს და მანამდე მან შეძლო სააგენტოს შიდა დოკუმენტების და ელექტრონული წერილების ჩამოწერა, რომლებსაც ახლა FBI შეისწავლის.

MEDUSA PROJECT-ის ვარაუდით შესაძლოა რუსეთმა საპასუხო გამოძიება მოსკოვში RFE/RL-ის და Voice of America-ს ჟურნალისტების წინააღმდეგ წამოიწყოს, ვინაიდან ორივე სააგენტოს სამაუწყებლო მმართველთა საბჭო (BBG) ზედამხედველობს. საბჭოს წევრებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა გასული წლის დეკემბერში შემოღებული ცვლილებებით საბჭოს ძირითადი მოვალეობები აღმასრულებელ დირექტორს დაეკისრება. ზოგიერთი მოსაზრებით ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის BBG-ს და მასში შემავალი სააგენტოების დამოუკიდებლობას. ივნისში POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის ციტატა: „თეთრ სახლს თეორიულად შეუძლია BBG გამოიყენოს ნებისმიერი სახის გზავნილისათვის.“

კომენტარები