არჩევნები 2017

ევროპული საქართველოს ქობულეთის მერობის კანდიდატი ელგუჯა გოგმაჩაძე აღარ იქნება

ევროპული საქართველოს ქობულეთის მერობის კანდიდატი ელგუჯა გოგმაჩაძე აღარ იქნება. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. დღეს გაზეთმა ბათუმელებმა ევროპული საქართველოს ქობულეთის მერობის კანდიდატთან, ელგუჯა გოგმაჩაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გოგმაჩაძემ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათია გამოხატა. პარტიის განცხადებაში წერია, რომ ბურჯანაძის შეხედულებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროპული საქართველოს ღირებულებებთან, ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება მერობის კანდიდატი ჩაანაცვლოს.

„ნინო ბურჯანაძის შეხედულებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროპული საქართველოს პოლიტიკურ ღირებულებებსა და პოზიციებთან. ევროპული საქართველოს სახელით ასეთი შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები არჩევნებზე ვერ იბრძოლებენ. ამიტომ პარტიის სამდივნოსა და რეგიონული ორგანიზაციის შეთანხმებით, ელგუჯა გოგმაჩაძე აღარ იქნება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთის მერობის კანდიდატი. უახლოეს მომავალში პარტია ახალ კანდიდატს წარადგენს.“ - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები