დღეს, ამერიკული ჯგუფის The National-ის ახალი ალბომი ოფიციალურად გამოვიდა. ალბომს "Sleep Well Beast" ქვია და მასში 12 სიმღერაა.
ჯგუფმა ოთხი სიმღერა ახალი ალბომის ოფიციალურ გამოსვლამდე გაავრცელა. გავრცელებული სიმღერებიდან "The System Only Dreams in Total Darkness"-მა ჯერ-ჯერობით ყველაზე კარგი გამოხმაურებები და შეფასებები მოიპოვა.
ჯგუფისთვის Sleep Well Beast რიგით მეშვიდე ალბომია.