ხეების ჭრა

ზედამხედველობის დეპარტამენტი: ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 60 ძირი ნაძვი მოჭრეს

გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხაშურში, სოფელ კაკალათუბანის მიმდებარედ, სურამთან ახლოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაახლოებით 60 ძირი ნაძვის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. 

"ამ დროისათვის, ადგილზე რჩებიან უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიის აღწერას და გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას აწარმოებენ. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, გადაეგზავნებათ შესაბამის ორგანოებს" - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

კომენტარები