მოგზაურობა

Ryanair ბორტზე 2 ჩანთის ატანის უფლებას დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში მოგცემთ

ryanair.com

ავიაკომპანია Ryanair-ი ხელბარგის პოლიტიკას ცვლის. ავიაკომპანია მგზავრებს თვითმფრინავში ორი ჩანთის ატანის უფლებას, მხოლოდ დამატებითი თანხის გადახდის (პრიორიტეტული ჩასხდომის შეძენის) შემთხვევაში მისცემს.

აქამდე, Ryanair-ის მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე ერთი ხელბარგის ჩანთის (55სმ x 40 სმ x 20სმ) და ერთი დამატებითი ჩანთის (35სმ x 20სმ x 20სმ) ატანა შეეძლოთ. 1 ნოემბრიდან, ორი ხელჩანთით მგზავრობას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, ვინც დამატებით £5 გადაიხდის. ყველა დანარჩენი, დამატებით ჩანთას აეროპორტში დატოვებს და მისი გატანა უკან დაბრუნების შემდეგ შეეძლება. თუ მგზავრი უარს იტყვის ჩანთის დატოვებაზე, ის რეისიდან მოიხსნება.

ამოვდროულად, Ryanair £35-დან £25-მდე ამცირებს ფასს რეგისტრირებულ ბარგზე და ზრდის წონის ლიმიტს 15კგ-დან 20კგ-მდე.

Ryanair, რომელიც ევროპის უდიდეს და ყველაზე დაბალბიუჯეტიან კომპანიად ითვლება, გადაწყვეტილებას თვითმფრინავების გადატვირთვით ხსნის და ამბობს, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს ფრენების დროულად და უპრობლემოდ განხორციელებას.

კომენტარები