პარლამენტი

კობახიძე: ჭერიდან წყალი ჩამოდის, პარლამენტის შენობა თავიდან უნდა გადავხუროთ

საქართველოს პარლამენტი

ქუთაისის პარლამენტის შენობას შესაძლოა რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტის მინის გადახურვა მთლიანადაა გამოსაცვლელი, რადგანაც ის წყალს ატარებს. კობახიძის თქმით, რეაბილიტაციას საჭიროებს სასახლის მიმდებარე ტერიტორია.

"გადახურვა ატარებს წყალს, მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. შუშის კონსტრუქცია ატარებს წყალს და არსებული კონსტრუქციის პირობებში ვერ ვარეგულირებთ ტემპერატურას. რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდინარე ტერიტორია. მოსაწყობია ავტოსადგომი და შესასვლელის მოპირკეთება. შეგვიძლია ამ ტერიტორიის გამწვანება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობა, რაც იქნებოდა ერთგვარი საჩუქარი ქუთაისის მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქედან, რომ ეს პარკი იქნებოდა საყოველთაო მოხმარებისთვის განკუთვნილი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ მიმართულებით "მუშაობა უკვე დაწყებულია". ამ დროისთვის უცნობია თუ რა შეიძლება დაჯდეს აღნიშნული პროექტი, თუმცა სავარაუდოდ ის რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.

კომენტარები