თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკში ორი ლემური დაიბადა

თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკში ორი ლემური დაიბადა. ლემურების ნახვა უკვე ზოოპარკის სტუმრებსაც შეუძლიათ. ისინი გარე ვოლიერში გუშინ პირველად გამოიყვანეს. ტყუპი ლემურების ფოტოს თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.

ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ბუნებაში კატისებრი ლემურის ნახვაა შესაძლებელი, კუნძული მადაგასკარია. ამ ცხოველს სხვა სახეობის ლემურებისგან გრძელი, რგოლებით მოხატული კუდი განასხვავებს. აქტიურია დღის განმავლობაში. შესანიშანავად დაძვრება ხეებზე, თუმცა მიწაზეც დიდ დროს ატარებს. კატისებრი ლემურის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია.

 

 

კომენტარები