ნარკოდანაშაული

შსს: დავაკავეთ რუსეთის მოქალაქე, ის ნარკოტიკებს ინტერნეტის საშუალებით ყიდდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ჟ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებას ყიდდა. ის შეკვეთებს ინტერნეტის მეშვეობით იღებდა და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 187,9236 გრამი კანაფის ფისი, 2 კილო და 399,53 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

კომენტარები