Game of thrones

Game of Thrones-ის კოსტუმების დიზაინერი ხსნის, რისი სიმბოლოა სერსეი ლანისტერის კაბა 7X7-დან

რას ნიშნავს კარგი ვიზუალური დიზაინი? როდესაც საქმე პერსონაჟებს ეხებათ, კარგი ვიზუალური დიზაინი მათ შესახებ იქამდე გიყვებათ ამბავს, სანამ ისინი თუნდაც ერთ სიტყვას იტყვიან. ერთი შეხედვითაც კი უნდა ხვდებოდე, როგორი იქნება ესა თუ ის პერსონაჟი. 

როცა Game of Thrones-ზე ვსაუბრობთ, კოსტუმების დიზაინი უნდა ავლენდეს შვიდივე სამეფოს გარეგნობას, გრძნობებსა და ღირებულებებს. საბოლოო ჯამში, ესთეტიკაც პოლიტიკაა. 

მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ სანსა სტარკი და ჯონ სნოუ, როდესაც ვინტერფელის დასაბრუნებლად ბოლტონების წინააღმდეგ სხვადასხვა გვარის გადმობირებას ცდილობდნენ. სანსას ნამდვილად ესმის, რომ გარეგნობა მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, სანამ ოჯახებთან მოსალაპარაკებლად წავიდოდნენ, მან მგლის ბეწვისგან თავისთვის და ჯონისთვის საზამთრო ქურქი გაიწყო და სტარკების გვარის სიმბოლო მგელიც დაიმაგრა ტანსაცმელზე. 



მე-7 სეზონის ჯონ სნოუსთვის ერთი შეხედვაც კმარა იმისთვის, რომ დავინახოთ ჩრდილოელი მამაკაცი, რომელიც აღმოსავლეთში თავს არაკომფორტულად გრძნობს. ის ასხივებს მარტოობასა და ზამთრულ სტოიციზმს. 



იგივე ლანისტერები, რომლებიც ოქროთი მოოჭვილ ტანსაცმელს ატარებენ, რითიც გამოხატავენ სიმდიდრეს, სიამაყესა და ძალაუფლებას. 



ბოლო სერიების უკანასკნელი ადამიანი ბოროტმოქმედი, სერსეი ლანისტერი სწორედ ასე გამოხატავს იმას, რადაც ის იქცა დედოფლად კურთხევის შემდეგ. ის ძალიან დიდი ხნის მანძილზე ატარებდა გრძელ თმასა და ლამაზ კაბებს. ახლა კი, როცა ის უკვე დედოფალია, ისე გამოიყურება როგორც ფიფქიას მალეფისენტი, ამაღლებულმხრებიანი შავი კაბით. მას შემდეგ რაც მან რკინის ტახტი დაიმკვიდრა, სერსეის კოსტუმის დიზაინი, განსაკუთრებით კი სეზონის ფინალში, გვაჩვენებს ზუსტად იმას, როგორი ბნელი გახდა მისი სული. 


კოსტუმის დიზაინერი მიშელ კლეპტონი ამბობს:

"გამანდგურებელი და ტალღოვანი კაბა ბევრს ამბობს მის პერსონაჟზე. კოსტუმის წინა და უკანა ხედები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. თითქოს ისრიანი კუდი აქვს, ის ამაღლებულია, როდესაც მიდის - რაღაც შემაშფოთებელია ამ ქალში".

და მაინც, კაბის ყველაზე საშიში ნაწილი მისი ზურგია. ფინალურ სცენებში, კადრის მოახლებისას მისი სიდიადე გარკვევით ჩანს. ის სამეცნიერო ფანტასტიკის ჩონჩხს ჰგავს, რომელიღაც ქსენომორფული უცხოპლანეტელის ზურგს, მონსტრს, რომელიც კანიდან ძვრება. თუმცა ამ კაბაში, სერსეის პერსონაჟის გარდა, უფრო ღრმა აზრიც გამოიხატება.



სანამ სხვა პერსონაჟები ცდილობენ თავიანთი მცირე წვილილი შეიტანონ ადამიანობის გადასარჩენად, სერსეი ლანისტერი გეგმავს უღალატოს ცოცხლებს თავისი მიზნებისთვის - გაიმყაროს ძალაუფლება სამეფო ტახტზე. ადამიანების სასიკვდილოდ გაწირვით, ის თავის არჩევანს აკეთებს - მას არ ანაღვლებს ისინი, მხოლოდ თავისი ძალაუფლება. ამ მხრივ, ის უფრო მეტად ჰგავს ღამის მეფეს და ეს იმ მომავლის პრელუდიაა, რომელიც სამუდამო წყვდიადს დაამკვიდრებს ვესტეროსში. 

მისი გარეგნობა, მისი საშინელი იდეები და ანტიჰუმანური ფილოსოფია, ყველაფერი ეს მის ჩაცმაშია გამოხატული. მას სურს გამარჯვება ნებისმიერ ფასად და მასში არაფერია სენტიმენტალური, აღარც თავისი ძმა-საყვარელი. თუმცა, ამის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ კოსტუმი გენიალურია. 

კომენტარები