Coldplay

Coldplay-მ ჰიუსტონში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილებს სიმღერა მიუძღვნა

ჯგუფმა Coldplay-მ ახალი სიმღერა "Houston" დაწერა და ის ჰიუსტონში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს მიუძღვნა. ჯგუფმა სიმღერა პირველად ორშაბათს, მაიამიში გამართულ კონცერტზე შეასრულა.

Coldplay-ს სოლისტმა კრის მარტინმა კონცერტზე ახალ სიმღერასა და ჰიუსტონზე ისაუბრა.

"ეს ახალი სიმღერაა და ჩვენს მის შესრულებას სხვა დროს აღარ ვაპირებთ. მას Houston ჰქვია" თქვა მარტინმა. " ჩვენ ვაპირებთ ვიმღეროთ მაიამისთვის და ყველა აქ შეკრებილი ადამიანისთვის, შემდეგ კი უნდა გავგზავნოთ ის ჰიუსტონში იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩვენი შოუ გამოტოვეს"

Coldplay-ს გასულ პარასკევს ჰიუსტონში კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ის მომხდარი წყალდიდობის გამო გადაიდო.  

კომენტარები